as: საიდუმლოებით მოცულ კვარაცხელიას რუსეთში საათებიღა დარჩა

AutoSharing Option
ხუმრობა როდია, როდესაც ფეხბურთელზე წერილებს პოპულარული ევროპული გამოცემები აქვეყნებენ. საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და მას სტატია as-მა მიუძღვნა.

ესპანეთთან თავგამოჩენილი ქართველით უკვე დიდი კლუბები დაინტერესდნენ

"ტუტოსპორტის" ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, "იუვენტუსი" და "მილანი" ყურადღებით აკვირდებიან.

28 მარტს ესპანეთს კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა. საბერძნეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვიზიტისას 3 ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა, თუმცა იქ საიდუმლოებით მოცული, დიდი უმრავლესობისათვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია ელოდა.
იმ დღეს 20 წლის ქართველის საფეხბურთო ტრაექტორია 180 გრადუსით შეიცვალა (Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა).

ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო და განგაშის წარმა ჩამოჰკრა. ამაში დამნაშავე მარცხენა გარემარბი კვარაცხელია იყო, რომელმაც ოსტატური გოლი გაიტანა და ნამდვილი კონცერტი ჩაატარა. მიუხედავად ქართველების წაგებისა, მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გარდა გოლისა, ის სხვა კომპონენტებშიც შთამბეჭდავი გახლდათ: 13 მოგებული დუელი, 5 დრიბლინგი, 1 ჩაჭრა..

თუ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ესპანეთთან გაბრწყინება რაღაც შემთხვევითი იყო, ამის უარსაყოფად თავად იზრუნა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გაიტანა გოლი. ამჯერად საბერძნეთი დაამწუხრა და თავის გუნდს ფრე მოუპოვა. ამის მერე თავის კლუბში დაბრუნდა და "რუბინს" "სოჭისთან" მოაგებინა.

ასე რომ, ბოლო ორი თვე კვარაცხელიასთვის მართლაც შესანიშნავი გამოდგა. თვით იტალიური "ტუტოსპორტიც" კი აღნიშნავს, რომ საფუძვლიანად აკვირდებიან "იუვენტუსი" და "მილანი". მან ამ სეზონში ყაზანურ გუნდში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი წინა წლების მაჩვენებლები გააუმჯობესა. ამდენად, როგორც ჩანს, რუსულ კლუბში საათებიღა დარჩა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვითომ რატომაა საიდუმლოებით მოცული? გადაავლონ თვალი რუსულ პრესას და სოცქსელებს, ყველგან მისი სახელი და თამაშის ამსახველი ფოტოები და ვიდეოებია გამოფენილი. წინ ხვიჩა, ახალი გამარჯვებისკენ! გფარავდეს უფალი!
ამბოკარი
23:35 26-04-2021
1
მე პირადად ძალიან გაკვირვებული ვარ რომ არცერთი ინგლისური გუნდი რომ არ არის დაინტერესებული პრემირ ლიგიდან ხვიიჩას სტილის ფეხბურთელები უყვართ პრემიერ ლიგაში და რაც ხვიჩას ინტერეზე იწერება ერთ ინგლისურ გუნდსაც ვერ წავაწყდიი მაგ.არსენალი ლიდსი, ვესტჰემი ასტონვილა ევერტონი მართლა გაკვირვებული ვარ.
მე პირადად პრემიერ ლიგაში ვისურვებდი ხვიჩას.
ზაზა
13:35 25-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული