"სამპდორიაში" ჩაშლილი ტრანსფერი, ნაკრებში თამაშის იმედი - ინტერვიუ ავთო ებრალიძესთან...

AutoSharing Option
29 წლის ავთო ებრალიძე პორტუგალიურ კლუბებში საკმაოდ დიდი ხანია ასპარეზობს. ამჟამად იგი მეორე დივიზიონში, "ლეიშოესში" გამოდის. გუნდი ძირითადად 4-3-3 ტაქტიკით ასპარეზობს, ქართველს კი შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ებრალიძეს თემურ ქეცბაიას დროს ეროვნული გუნდის ღირსებაც დაუცავს. ავთოს პორტუგალიაში დავუკავშირდით...

-თავდაპირველად, თქვენ საკლუბო მდგომარეობაზე  გვიამბთ - გუნდის მიზნებზე, შესაძლებლობებსა და პირად სათამაშო ფორმაზე...
-სეზონის წინ გუნდის მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც წარმატებით მოვახერხეთ და ამ მხვრივ ყველანი კმაყოფლები ვართ. "ლეიშოესი" ისტორიული გუნდია, ყოველთვის დიდი მიზნებით, თუმცა ამ ეტაპზე,  გარკვეულ
მიზეზთა გამო, არსებული რეალობით დაკმაყოფილება გვიწევს.

პირადად კარგ ფორმაში ვგრძნობ თავს,  სტაბილური სეზონი გამომივიდა, ძირითადი შემადგენლობის წევრად მოვიაზრები.

-გაქვთ თუ არა შეთავაზებები სხვა კლუბებისგან და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი უახლოესი პერიოდის სატრანსფერო საკითხი?
-არის გარკვეული საუბრები, მაგრამ ჯერ კონრეტულად ვერაფერს ვიტყვი, სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი უფრო ამბიციურ და მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ კლუბში გადასვლაა.

-კარიერის მანძილზე გქონია თუ არა საინტერესო წინადადებები?
-მქონდა შემოთავაზება სეგუნდა დივიზიონის "კორდობადან", პოლონური კრაკოვის "ვისლადან", კვიპროსის "ომონიასაგან". მაშინ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში დარჩენა გადავწყვიტე...

თუმცა, იყო "სამპდორიას" ვარიანტი, სადაც "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტმა არ გამიშვა. ზოგადად, ამ კაცმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი...

-უკანასკნელ პერიოდში, ქართველი ფეხბურთელები ნაკლებად ხვდებიან ისეთ გამართულ საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა. თქვენ როგორ შეძელით?
-16-წლამდე "ნორჩი დინამოს" წევრი ვიყავი. პორტუგალიაში მოხვედრა მაშინ გაცილებით რთული იყო. მამაჩემი საკმაო ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში  ცხოვრობდა და მანაც გამიიოლა გადაწყვეტილების მიღება პორტუგალიაში ადრეულ ასაკში თამამად ჩამოვსულიყავი.

-გაიხსენეთ თქვენი სანაკრებო გამოცდილება, მაშინ რამდენად მოსალოდნელი იყო ეროვნულ ნაკრებში  დებიუტი?
-"ხეტაფეს" ასაკობრივ გუნდში თამაშის დროს ერთადრთხელ მიმიწვიეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში. რაც შეეხება ეროვნულს - "ჟილ ვისენტეში" ახალ გადაბარგებული  ვიყავი, მჯეროდა, თუკი თავს გამოვიჩენდი, დროთა განმავლობაში შანსს მომცემდნენ, თუმცა  ეს უფრო ადრე მოხდა. თემურ ქეცბაიამ ექვსჯერ მიმიწვია, მახსოვს სადებიუტო შეხვედრა სტუმრად, ესპანეთთან გავმართე. ამის შემდეგ აღარ გამოვჩენილვარ...

-საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნლ ვილი სანიოლის თქმით, იგი თითქმის ყველა ლეგიონერს აკვირდება. გაქვთ თუ არა ისევ  ნაკრებში მოხვედრის იმედი?
-გაცილებით ძლიერ კლუბებში, "შავეშსა" და "ნასიონალში" გამოვდიოდი, თუმცა სანაკრებო შანსი არ მომცემია, ასე რომ მეორე ლიგიდან მიწვევა რთულად დასაჯერებელია. მაგრამ, იმედი მაქვს, ეროვნული გუნდის ფორმას ისევ მოვირგებ...

altავთო ებრალიძე: "ლეიშოეშში" დადებითად მიმიღეს და ადაპტაციასაც კარგად გავდივარ




-

მკითხველის კომენტარები / 1 /
tarmatebebi avto,bevrs jobixar nakrebshi,guli ar gaitexo(((
qomagi
18:19 26-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული