"მიქაუტაძე ფენომენია" - მედია აქებს, კონკურენტები აკნინებენ

AutoSharing Option
ბელგიის მეორე დივიზიონში ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირობას აქტიურად  ეხმაურება მედია, რომელიც ქართველ თავდამსხმელს აქებს, თუმცა გულშემატკივართა ნაწილი, განსაკუთრებით, კონკურენტი ფეხბურთელის ფანები, გიორგის მიღწევას აკნინებს.

ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ გიორგიმ უკანასკნელი ტური გამოტოვა და ბომბარდირობა ავტომატურად გაინაღდა. მიქაუტაძემ  მოედანზე უფრო ცოტა დრო გაატარა, ვიდრე ბრიუსელის "უნიონის" ფორვარდმა დანტე ვანზიემ (გოლების რაოდენობა 19-19 აქვთ).

კონკურენტი მოთამაშის კლუბის გულშემატკივრების ნაწილმა მიქაუტაძის ბომბარდირობის  ერთგვარად დაკნინებაც კი მოინდომა, ბელგიური მედია კი ქართველის ბომბარდირობას ვრცლად ეხმაურება. მისი ბომბარდირობის შესახებ თითქმის ყველა წამყვანი სპორტული გამოცემა წერს.

dhnet.be აღნიშნავს: "სერენში" "მეციდან" განათხოვრების წესით მყოფი მიქაუტაძე ნამდვილი ფენომენია. იგი კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად ლოგიკურად აირჩიეს".

მომზადებულია dhnet-ის მიხედვით

altგაიტანს თუ არ ითამაშებს?! - მიქაუტაძის დილემა.. ქართველს მნიშვნელოვანი თამაში ელის


მკითხველის კომენტარები / 4 /
ბელგიის უმაღლესი ლიგა რაა,და მეორე ლიგა რა იქნება.......
გელა
12:12 04-05-2021
0
Swori gadawyvetileba miiges.
100%
21:52 26-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული