Il Messaggero - "იუვე" კვარაცხელიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ შეიძენს

AutoSharing Option
"იუვენტუსში" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. დილით Juventusnews24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს სიამოვნება "ბიანკონერის" დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

საღამოს კი Tuttomercatoweb-ი რომაულ Il Messaggero-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს, თუ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

"იუვე" მზადაა "რუბინს" კვარაცხელიას ტრანსფერში კონტრაქტით გათვალისწინებულ 20 მილიონზე ოდნავ მეტი გადაუხადოს.

"იუვენტუსი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწიოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იუვე რაც უნდა იყოს გრანდია, ხვიჩა უნიჭიერესია,მაგრამ სანამ ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს,მანამ დრო დასჭირდება და ამასობაში სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.ეს კი ძალიან დააკლდება მასაც და ფეხბურთსაც ზოგადად.სჯობს ისეთ კლუბში ითამაშოს, სადაც მუდმივად მისცემენ თამაშის შესაძლებლობას,ევროპის რომელიმე სუპერლიგაში.
0
რასაც უნდა იმას წერენ და რუბინისთვის ჯერ არავის მიუმართავს
1

სიახლეები პოპულარული