კვარაცხელიას მამამ დაადასტურა: "იუვენტუსს" ხვიჩას დამატება სურს და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს!

AutoSharing Option
გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსს" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ძალიან სურს და მზადაა 20 მილიონი ევროს გადაიხადოს.

ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფეხბურთელის მამას, ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა. მამუკა ჯუღელი მართლაც იყო ჩასული იტალიაში და "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურინელებს მართლაც სურთ ხვიჩას შეძენა და საქმე სერიოზულადაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... ველოდებით 16 მაისს, როდესაც რუსეთში სეზონი დასრულდება.

აქვე გეტყვით იმას, რომ ჯუღელი "მილანის" წარმომადგენლებს არ შეხვედრია. არც არაფერი ვიცი იმის შესახებ,
კახა კალაძე ესაუბრა თუ არა ჯენარო გატუზოსა და პაოლო მალდინის.

"ლიდსის" ინტერესი? - ამ გუნდზე არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ პრემიერლიგიდან არიან კლუბები, რომელთა დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, მაგრამ ხვიჩას დამატება უნდათ.

მოკლედ, ძალიან ბევრი გუნდია, რომელთაც ინტერესი გააჩნიათ. ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ ხვიჩა "იუვენტუსში" წავა, ტყუილი გამომივა, მაგრამ ამ კლუბთან ძალიან აქტიური საუბარი მიდის", - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული