"პოლონელებმა გადაწყვიტეს, არ გამოიყენონ კაჭარავას შეძენის პუნქტი და უარი თქვან 200-დან 250 ათას ევრომდე გადახდაზე. კაჭარავამ ტრავმამდე პოლონეთის ჩემპიონატში სულ შვიდი შეხვედრა და 103 წუთი ითამაშა, "ევროპის ლიგაზე" კი - 6 მატჩი და 96 წუთი. ფორვარდმა ამ პერიოდში ერთი გოლი გაიტანა, რაც მის შეძენაში პოლონელებს აშკარად ვერ დაარწმუნებს. "ანორთოსისთან" კი ქართველის კონტრაქტი 2022 წლის მაისში იწურება."
მომზადებულია philenews-ის მიხედვით
კაჭარავას ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს