ბუდუ შევიდა და უმალ გასაოცარი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთში მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ მე-11 გოლი გაიტანა.

კარგა ხანი არ ჰქონდა "ფეჰერვარის" თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს მადიარეთში გოლი გატანილი და ისევ გამოიჩინა თავი, თანაც როგორ!

ბუდუ მტკ-სთან ბუდაპეშტში მოგებული მატჩის (3:1) 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მოედნის ცენტრთან მცველი ლამაზი ფინტით მოატყუა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა.

ზივზივაძემ ამ სეზონში ჩემპიონატზე 8, ხოლო თასზე 3 გოლი გაიტანა.

"ფეჰერვარი" ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა და თასის ფინალშიც გავიდა, სადაც გიორგი ბერიძის "უიპეშტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საამაყოა რომ ქართველი ტოვებს თავის სახელს უნგრეთში...
Jigari
21:30 30-04-2021
0
შეძლებია თურმე )) , ყოჩაღ ბუდუ.
დევკალიონი
21:24 30-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული