ყაზაიშვილმა მეტოქე ტანის მოძრაობით მოატყუა და გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში, ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის "ულსანმა" "გუნჯუ" მიიღო და 2:0 სძლია.

აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა რიგებში, ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა - ჯერ მცველები დაჩაგრა და შემდეგ, მოჭრილი დარტყმით მოწინააღმდეგის კარი აიღო.

ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს, ქართველმა კი უკვე მეორე გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასიც აქვს.

altვაკო ყაზაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც სანიოლის ნაკრებს სჭირდება

alt

გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]" />ყაზაიშვილმა ბურთი ცენტრში მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და დიდებული დარტყმით გოლი გაიტანა! ქართველის ბენეფისი კორეაში [VIDEO]


 
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბილიარდისებური დარტყმა განვსაზღვროთ- ბურთი ვიმეს უნდა გაარტყა და ისე უნდა გაიტანო,ან ბურთი ვინმეს უნდა გაარტყა ისე რო ის ვინმე ბადეში შევარდეს..ან წაკუზულმა უნდა დაარტყა,ან დარტყმის მერე კოქტეილი დალიო,ან ბუცზე ცარცი უნდა წაისვა.. ჩვენი ფეხბურთელები კიდე ძირითადად რებისებურად თამაშობენ..რეგბისტებივით ურტყამენ და წინ პასს არ აკეთებენ.
Levani
01:03 02-05-2021
0
ყაზაიშვილი იმსახურებუს თუ არა ნაკრებში თამაშს ეგ სხვაა თემაა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ აქ ზოგიერთი კორეის ჩემპიონატს ჭ კლასს უწოდებს და ამ დროს საქართველოს ჩემპიონატიდან ითხოვს ფეხბურთელების გამოძახებას. დარწმუნებული ვარ ყაზაიშვილია გუნდი დინამოს, რომ შეხვდეს დაახლოებით იგივეს დამართებს, რაც ფარერელმა მეთევზეებმა. კიდე იცი რა მიკვირს, რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ა ან ბ ლიგაში? ტიპები კვიპროსში და ყაზახეთში ჯახირობენ.
0

სიახლეები პოპულარული