
"წინა ტურში ავტოგოლის გატანის შემდეგ კვირკველია ძალიან კონცენტრირებული იყო. ქართველი მცველი საიმედოობით გამოირჩეოდა როგორც საჰაერო ორთაბრძოლებისას, ასევე მიწაზე თამაშის დროსაც. საბა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში, 5 მოგებული საჰაერო დუელის გარდა, 2-2 მოგერიება-ჩაჭრითაც დაეხმარა."
რუსეთის პრემიერლიგაში "როტორი" 21 ქულით მე-14 ადგილზეა. ზუსტად ამდენივე ქულა აქვს ჯიმი ტაბიძის "უფას". შეგახსენებთ, პრემიერლიგიდან უკანასკნელი ორი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორი კი პლეი-ოფს
კვირკველიას, არაბიძის, დავითაშვილისა და ყიფიანის "როტორს" რთული მატჩები აქვს გასამართი - ჯერ "სოჭს", შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" ესტუმრებიან, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაგზურისთვის იბრძვიან.
მომზადებულია football.kulichk-ის მიხედვით
"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო