ურიდიას გოლს "კოსმიური" უწოდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში მერაბ ურიდიას დუბლს მედიაში გამოხმაურებები მოჰყვა. "ნეფტეხიმიკის" 28 წლის ქართველ ფორვარდს "ველესის" წინააღმდეგ მეორე გოლი განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა - მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფმა წინ გამოსული მეტოქე შენიშნა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გოლს "კოსმიური" უწოდა.

ქართველი ფორვარდისთვის, რომელიც კლუბში ექვსი წელია გამოდის, მიმდინარე სეზონში ეს მე-16 გოლი იყო. ურიდიას "რუბინის" ახალგაზრდულ გუნდში, "ვოლგასა" და ქობულეთის "შუქურაშიც" უთამაშია.

რუსეთის მეორე ლიგაში "ნეფტეხიმიკი" მეშვიდე ადგილს იკავებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ ორი ტურია დარჩენილი.


alt"ვფიქრობ,

რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება..." - წარმოშობით ქართველი შემტევი

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვფიქრობ და სულ ამას ვამბობ რომ არ გყავს დასაკარგი ფეხბურთელები!! ყველა უნდა მოვძებნოთ ვინც კარგ ფორმაშია და მივცეთ შანსი ნაკრებში ეს ბიჭი კი პირველ ლიგაში თამაშობს მაგრამ თუ უნგრეთიდან იძახებ კვიპროსიდან და ბელგის მე 2 ლიგიდან ფორვარდებს რუსეთის პირველ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი რატომ არ უნდა გამოიძახოო და გასინჯოო? მითუმეტეს რომ მე 3 ადგილზეა ბომბარდირებში ჩემი აზრით ურდიაც უნდა გამოიძახონ და სიჭინავაც სიჭინავასაც კარგი სეზონი აქვს უკრაინაში.
ზაზა
19:38 04-05-2021
2
ასეთი დარტყმა ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს აქვს? იქნებ მოიწვიოს სანიოლმა
ვახო
17:27 04-05-2021
0

სიახლეები პოპულარული