lavozdelpuchades: ზაფხულში მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავა

AutoSharing Option
lavozdelpuchades-ის ცნობით, "ვალენსია" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის "დინამოს" 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობს.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს "ვალენსია" იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. თუ თავი წარმოაჩინა, დაახლოებით მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა ოფცია სავალდებულო არ არის.

ამას გარდა, მამარდაშვილი ხანდახან "ვალენსიას" მესამე გოლკიპერი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ფეხბურთის თამაში უნდა ევროპაში უნდა წავიდეს, ესპანეთს საკმაოდ ძლიერი მეკარეების სკოლა აქვს და დიდ გამოცდილებას მიიღებს, ბევრ სათამაშო ასპექტს დახვეწს იქ. ესპანეთის მესამე ლიგა გაცილებით ჯობია რუსეთის მეორე ლიგას. მაგის მერე ვალენსიამ რომც არ დაიტოვოს, ბევრი გუნდი გამოჩნდება მსურველი. არავინ თქვას რუსეთში განვითარდებაო, იქ ბევრს ვერაფერს ისწავლის
Giorgi
05 მაისი 2021 18:47
3
ვის რაც უნდა მამარდიანი,იდგეს იმ შიჭიკო ლოკომოტივში და ითამაშოს
როტორი
05 მაისი 2021 18:33
17
შვილო, ეს უკმაყოფილო კომეტარები არ გეწყინოს. ყველას გული შეტკივა შენზე, კარგი უნდათ! კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე.
alexandre
05 მაისი 2021 13:42
1
ან თუ ზომბი აპოკალიფსი თუ იქნება და ყველა მეკარე გახზომბდა? მაშინ ამას ჩააყენებ კარებში ))),ბედი ამას ქონია,საღოლ ძმაო,ისე მე თუ მკითხავთ კორეაში,უმაღლეს ლიგაში თამაში ჯობია ,ევროპაში რაღაცა გაუგებრობის წევრობას .
დევკალიონი
05 მაისი 2021 11:57
3
მინდა ხასგასმით ავღნიშნო ,რომ ძალიან მაგარი მეკარეა და ასე აგდებულად არ უნდა უბედავდნენ მოქცევას ,ისაო ესაო და თუ მოგვინდა იქნებ მილიონი გადავიხადოთო ან მომენტ რომც არ გადავიხადოთ მერე რაო?! ნუ სამარცხვინო ამბავია.
დევკალიონი
05 მაისი 2021 13:56
1
ისე კასილასი მეორე გუნდიდან დაიმატა იძულებით რეალმა. მერე რაც იყო კი იცით. კასილასის ბედი თუ აქვს კარგია
არა ექსპერტი
05 მაისი 2021 12:42
6
აუ ეს ვალენსიის გამო მესამე ლიგაში თუ მიდის რეალის გამო ალბათ ტუნისში ითამაშებდა
რომა
05 მაისი 2021 11:40
2
არგადახვიდე ჯჯობია უნგრეთში ან დანიაში ითამაშო ძირიტადში ვიდრე სადმე მესამე მეკარედ ყოფნა
beqa
05 მაისი 2021 11:39
1
ჯობია რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშოს, ვიდრე ესპანეთის მესამე დივიზიონში. არაა აუცილებელი ვალენსიაში გადავიდეს, ისეთი კლუბი მოძებნოს, სადაც ძირითადი იქნება, სკამზე ჯდომით და მესამე ლიგებით გაფუჭდება. არადა, კარგი მეკარეა
ვახო
05 მაისი 2021 10:40
8
Ნამდვილია ეს!
N
05 მაისი 2021 13:29
3
გააფუჭებენ ამ ბიჭს
sormona
05 მაისი 2021 09:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული