
business-gazeta იტყობინება, რომ "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და დასაბრუნებლად მზადაა.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შეიძლება 8 მაისს სტუმრად ტულის "არსენალთან" ითამაშოს.
ხვიჩამ ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა.
კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, მისი "რუბინი" კი მეოთხე ადგილზეა.