მაგარი ამბავი: ხვიჩამ ტრავმა მოირჩინა და ბრუნდება!

AutoSharing Option
business-gazeta იტყობინება, რომ "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და დასაბრუნებლად მზადაა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შეიძლება 8 მაისს სტუმრად ტულის "არსენალთან" ითამაშოს.

ხვიჩამ ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, მისი "რუბინი" კი მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გოლის აღნიშვნის გავრცელებული ვარიანტია ბევრი აკეთებს ზოგი ტუჩებთან მიიტანს თითს და მეტოქე გულშემატკივრებს აჩუმებს ყურთან მიტანა ერთგვარი ჟესტია გამაგონეთ სად ხართო...
კახა
11:11 06-05-2021
0
კვარა, ზურა, ჩაკვე და სხვები, გაგვახარეთ, გაახარეთ საქარტველო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული