სლუცკის კომენტარი კვარაცხელიას მდგომარეობაზე და გრიგალავასთან საუბარზე

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "რუბინმა" ტულაში 4:2 სძლია "არსენალს", მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო მასპინძელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. ნამატჩევს კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"რა მითხრა გრიგალავამ? უბრალოდ გამარჯვება მომილოცა. რაც შეეხება ბომსა და ხვიჩას, ჯერ განაცხადში მოსახვედრად მზად არ არიან, ჯერ ვერ გეტყვით უნდა ველოდოთ თუ არა მათ შემდეგ მატჩში დაბრუნებას", - ციტირებს სლუცკის "ჩემპიონატი".

ცნობისათვის, გრიგალავა მალე "არსენალს" დატოვებს და თავისუფალი აგენტი
გახდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვარჯიშზე ძალიან უხეიროდ გამოიყურებოდა
ყაზანი
01:52 09-05-2021
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული