ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მიქაუტაძის საღამო და დაწერილი ისტორია" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძისა და "სერენის" ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გადასვლას იქაური სპორტული მედია აქტიურად ეხმაურება. Demorgen წერს:

"სერენი" უმაღლეს დივიზიონს 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა, იგი სახელოვანი კლუბის სამართალმემკვიდრეა, სინამდვილეში კი ამ ფორმით 2014 წელს დაარსდა. გუნდმა დაამარცხა "ვაასლანდ ბევერენი", რომელიც ბელგიის მთავარ ლიგაში 2012 წლიდან გამოდიოდა.

"სერენი" ამ შეხვედრაში აგებდა, მაგრამ ემილიო ფერერას ძალიან მზაკვრული და სახიფათო გუნდი ჰყავს, გიორგი მიქაუტაძის თეთმეტმეტრიანის შემდეგ, "სერენმა" ყველაფერი სათავისოდ შემოატრიალა.

საფინალო სასტვებამდე ოცი წუთით ადრე კი, ქართველმა ფორვარდმა თავის საღამოს მეორე გოლი დაამატა და შეხვედრაში
გამარჯვების უკანასკნელი ეჭვები მოხსნა."

მომზადებულია Demorgen - ის მიხედვით

altმიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და "სერენი" ჟუპილერ ლიგაშია [VIDEO]