22 წლის პერსპექტიულმა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდში" სერიოზული ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ლუკას მდგომარეობის გასარკვევად უნგრეთში დავუკავშირდი და ინტერვიუ ჩამოვართვი, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.
- პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის ამბავი გვაინტერესებს. საკმაო ხანია, რაც აღარ გამოჩენილხართ...
- რეაბილიტაციის კურსს უკვე ექვსი თვეა გავდივარ, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, შემდეგის სეზონისათვის სათამაშოდ მზად უნდა ვიყო. ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
- ჩვენი მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობა გვაღელვებს. რამდენად ხართ მასზე მიდრეკილი?
- ასეთი სიმძიმის დაზიანება პირველად მივიღე, აქამდე მიკროტრავმები თუ მაწუხებდა. ამისგან დაზღვეული
- თქვენი გუნდის მდგომარეობას როგორ შეაფასებდით, ხელმძღვანელობა რამდენად კმაყოფილია? ასევე, უნგრეთის ჩემპიონატის დონეზე რას იტყოდით?
- მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეიცვალა, გაუმჯობესდა შედეგები და ახლა ყველა და მათ შორის, ხელმძღვანელობა კმაყოფილია. უნგრეთში განვითარებისათვის ყველა პირობაა - კარგი სათამაშო მინდვრები, სათანადო გაშუქება.
- იყო თუ არა "მეზოკოვეშდშის" გარდა სხვა ვარიანტები და რას აპირებთ მომავალში?
- სხვა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, ამ გუნდს ჰქონდა დიდი ინტერესი და გადამიბირა კიდეც.... დარჩენის საკითხზე ჯერ არაფერი ვიცი.
მიმაჩნდა, ეროვნულ ლიგაში საკუთარი თავი ამოვწურე, ახალი ეტაპი და გამოწვევები იყო საჭირო.
- მაინც, რა დონეა უნგრეთის ჩემპიონატში და რამდენად გაგიჭირდათ ფიზიკური გამძლეობის კუთხით?
- აქ საშუალო ევროპული დონეა. უფრო მეტად ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევრები არიან. ვერ იტყვი, რომ ჩემპიონატში მცველებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ, თუმცა არც დაბალი კლასის მეტოქეებია .
როცა საქართველოდან ჩამოდიხარ, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს აწყდები, უფრო მაღალი ტეპია, თუმცა თუ მოინდომებ, ყველაფერს ეჩვევი.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თქვენ პოზიციაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრობლემა იდგა, ახლა კი სანაკრებო შანსი გურამ გიორბელიძემ მიიღო. როდესაც ფორმაში იყავით, შანსს იმსახურებდით?
- ვფიქრობ, იყო პერიოდები, როცა შეიძლებოდა დამეცვა ეროვნული ნაკრების ღირსება.
გიორბელიძეს ეროვნული ლიგიდან ვიცნობ, მან კარგად ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ. ნაკრებში ასპარეზობა კი ყველას ოცნებაა!