
უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" სტუმრად 4:0 დაამარცხა "დიოშდიორი".
ქართველი თავდამსხმელი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 79-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 9 (31 მატჩში), ხოლო თასზე 3 გოლი გაიტანა.
"ფეჰერვარმა", რომელმაც თასის ფინალი გიორგი ბერიძის "უიპეშტთან" 0:1 წააგო, ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას.