ყაზაიშვილის შექმნილი მომენტები და "ულსანის" ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-15 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსანი" "განგუნდს" ესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში ფრეს, 2:2 გამორჩა.

ქართველმა შემტევმა, რომელიც კლუბის გულშემატკივრების გასული თვის რჩეული გახდა, 90 წუთი ითამაშა. ვაკოს გუნდს საკმაოდ დიდი უპირატესობაც ჰქონდა, თუმცა ორჯერ აგებდა.

"ულსანის" ფეხბურთელებმა ანგარიში პირველად ზუსტად 45-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო  მსაჯის მიერ ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთზე ყაზაიშვილის თანაგუნდელმა ლიმ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ამ ტურის შემდეგაც ჩემპიონატში მეორე ადგილს შეინარჩუნებს,  მომდევნო შეხვედრას კი 16 მაისს, საკუთარ მოედანზე, მესამეადგილოსან "სუვენთან" გამართავს.


altვაკო ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება!





altვაკო ყაზაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც სანიოლის ნაკრებს სჭირდება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული