საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ ჩამონათვალში 41-ე ადგილს იკავებს.
"ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე მე-40 ადგილზე იმყოფება, იენს ჰაუგე - 46-ეზე ("მილანი"), ლეროი სანე - 49-ეზე ("ბაიერნი") ხოლო კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსი") 50-ე ადგილს იკავებს.
საუკეთესო სამეული კი ასეთია: ჯედონ სანჩო ("დორტმუნდი"), ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი") და რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი").
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთა 50-ეული ყოველ ორშაბათს ახლდება.
მომზადებულია footballcritic-ის მიხედვით