diariodealmeria კიდევ ერთხელ წერს, რომ მიგელ ორტიზ არიასი ქართველი ფეხბურთელის კლუბისთვის უიღბლო და სკანდალური არბიტრია. გამოცემა ამის შესახებ 11 აპრილს გამართული "სარაგოსა"-"ალმერიას" წინაც მიუთითებდა. მაკარიძის გუნდი ამ შეხვედრაშიც დამარცხდა (1:2).
სტატიაში ვკითხულობთ:
"ალმერიას" მატჩს ისევ არიასი განსჯის - არბიტრი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ამ კლუბის შეხვედრა სამჯერ განსაჯა და ისინი სამივეში დამარცხდნენ, მათ შორის ორჯერ - საეჭვო ვითარებაში.
მაშინ, როცა ალმერიული კლუბი ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლას
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მიგელ ორტიზი ამჯერად "ალმერიას" საშინაო შეხვედრას განსჯის, ხსენებული მატჩები კი სტუმრად ჩატარდა. ეს კლუბს "მალიორკასთან" ქულათა სხვაობის შემცირების იმედს აძლევს."
"მალიორკა"-"ალბასეტე" 15 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მომზადებულია diariodealmeria-ს მიხედვით