ნაოპერაციევმა წიტაიშვილმა ვარჯიში დაიწყო, შეკრებას კიევის "დინამოში" გაივლის და საქართველოს ნაკრებში ველით

AutoSharing Option
კიევის "დინამომ" თავის ოფიციალურ საიტზე გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და 20 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის მდგომარეობის თაობაზე დამაიმედებელი სიახლე შეგვატყობინა:

"გიორგი წიტაიშვილს ოპერაცია მარტში გაუკეთეს. უკვე სირბილი დაიწყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, შეკრებას სულფასოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაივლის. შესაძლოა, შეკრების დასაწყისში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს".

წიტაიშვილი "დინამომ" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ვორსკლაში" გაუშვა, სადაც 6 მარტს მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.

იქამდე გიორგიმ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მაგრამ ტრავმის გამო
ჯერ ჩვენი ეროვნული გუნდის მაისური ვერ მოირგო და მის მალე მწყობრში ჩადგომას ველით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები...იმედია სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის მზადიქნები...
romandro
02:09 15-05-2021
1
სექტემბერში მაგარ ფორმაში უნდა იყოს ნაკრებში რო გაიბრწყინოს, მერე სკაუტები კარგ გუნდში წაიყვანენ
irakli
08:06 15-05-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული