"ქართველებს ქეიფი და ჭამა გვიყვარს, იბრაჰიმოვიჩი მოედანზე შეურაცხყოფას გვაყენებდა..." - მიქაუტაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე

AutoSharing Option
საიტი rtbf.be საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიქაუტაძე ბელგიის პრო ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირია, თუმცა შემდეგი სეზონიდან "მეცში" ბრუნდება.

მისი თვალები ჯერ კიდევ ნისლიანია და ხმა ისევ ოდნავ ჩახლეჩილია. "სერენის" ფორვარდი, რომელიც "მეციდან" არის განათხოვრებული და პირველი პროფესიონალურ სეოზნს ატარებს, თვალს ავლებს საკონფერენციო დარბაზს. წინა დღეს პირველ ლიგაში გადასვლის აღსანიშნად წვეულება ჰქონდათ.

"ჩვენ დიდებული წვეულება გვქონდა, მუსიკით, საჭმლით და სასმელებით. მე სახლში 5 საათზე დავბრუნდი და სხვებმა ქეიფი გააგრძელეს, მე მხოლოდ წყალს ვსვამ.

"ლიეჟში ლუდი უყვართ. აქ როგორც ოჯახი ისე ვართ, ყველა კარგად ეწყობა ერთმანეთს, ყველა საუბრობს და უცინის მეზობლებს და ეს დამოკიდებულება იყო ჩვენი წარმატების რეცეპტი, რამაც საშუალება მიგვცა უმაღლეს დივიზიონში ავღზევებულიყავით. ჩვენ ვიცოდით საკუთარი შესაძლებლობები და მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოვახვიეთ.

გოლები მუდამ ჩემი დნმ-ს ნაწილი იყო. გოლები ყოველთვის გამქონდა... ბავშვობაში სეზონში შეიძლება 100-150 გოლი მქონდეს გატანილი, თავით მუხლით, ფეხით, გოლი გოლია, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიტან, ყოველთვის დიდებული გრძნობაა როდესაც საკუთარ სახელს კითხულობ ტაბლოზე!

უნდა ვაღიარო, რომ ცოტათი ეგოისტი ვარ, თუმცა მხოლოდ მოედანზე და არა ცხოვრებაში. ყოველი გამარჯვების მერე ბედნიერების გაზიარება მიყვარს და სხვებთან ერთად სიმღერას ვიწყებ ხოლმე.

ეს გასახდელში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის და ეს ხდის ფეხბურთს მშვენიერს. ჩვენ ძალიან გვაკლდა გულშემატკივრები კოვიდის გამო, როგორც წესი ამ სიმღერებს ისინი მღერიან ხოლმე.

საკუთარ თავს ზედმეტსახელი ჯეორჯინიო მოვუფიქრე და ასე საკუთარი სახელს ბრაზილიური ფორმა მივეცი. ვიცოდი რომ გოლების გატანა შემეძლო, სეზონის შუაში წითელი ბარათის და ტრავმის მერე ცოტა ცუდი პერიოდი მქონდა.

მანამდე სეზონი 3 მატჩში გატანილი 6 გოლით დავიწყე, მეოთხე მატჩი არცთუ ისე კარგად ჩავატარე. მწვრთნელმა პირდაპირ დამიძახა და მითხრა რომ შემდეგი თამაშის გატარება სათადარიგო სკამზე მომიწევდა, ამან მაიძულა უფრო მეტად მომენდომებინა, ფერერა ბევრს ყვირის, მაგრამ ამას ისევე ჩვენივე სიკეთისთვის აკეთებს", - ამბობს მიქაუტაძე

გიორგი კრიშტიანო რონალდოს ფანია, ის მისთვის იდეალია, რადგან ასეთ ასაკშიც კი პორტუგალიელს მუდმივი პროგრესი სურს. ქართველმა პირველი გოლის გატანის შემდეგ რონალდოს მიბაძა გოლის აღნიშვნაში.

მიქაუტაძე ქართული ოჯახიდან არის, ლიონში გაიზარდა და მას არც კი უყოყმანია საქართველოს ნაკრებში თამაში, როცა ვილი სანიოლი დაუკავშირდა.

"ჩემი ფესვები საქართველოშია, მე ისევ მყავს იქ ოჯახი. ჩვენ ძალიან მხიარული ხალხი ვართ. ჩვენ ქეიფი და ჭამა გვიყვარს, საქართველოში მძიმე საჭმელი გვაქვს, დედაჩემი ხშირად ამზადებს ხოლმე.

ჩემს ოჯახს ძალიან გაუხარრდა როდესაც ნაკრების ფორმაში მნახეს. ჩემი პირველი მატჩი იბრაჰიმოვიჩის შვედეთის წინააღმდეგ იყო.

შემდეგი თამაში ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოვტოვე, მაგრამ სერხიო რამოსს და ტიაგო ალკანტარას შევხვდი, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი.

ზლატანი კი ნამდვილი ფენომენია, ის მოედანზე გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებდა და მუდამ მსაჯთან საუბრობდა, ეს არის ზუსტად გამოცდილება. თამაშის შემდეგ მისთვის მაისური არ გამიცვლია, რადგან ეს ჩემი პირველი თამაში იყო ნაკრების ფორმაში და ის მაისური ჩემთან უნდა დარჩენილიყო, შესაბამისად ახლა ის მაისური ჩემს მშობლეთან ინახება ლიონში.

მომავალს რაც შეეეხება, ვიმედოვნებთ რომ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ბოლოს ცოტა დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე, ერთა ლიგის ფინალში მაკედონიასთან წავაგეთ, მაგრამ არაუშასვს, ჩვენ ჩვენნი შეცდომებიდან ვსწავლობთ".

ამ კვირაში მიქაუტაძემ ჩემოდნები ჩაალაგა და "მეცში" გაემგზავრა. ეს ასეც იყო დაგეგმილი.

კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე და გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტონეტი ძირითადი გუნდის სიაში შემიყვანს, რა თქმა უბდა, არანაური გარანტიები არ მიმიღია, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა, თუ იმას გავაკეთებ რისი გაკეთებაც საჭიროა, თუ როგორც საჭიროა ისე ვიმუშავებ, ყველაფერი კარგად იქნება.

რასაკვირველია, სერენის პროექტის დატოვეა მაინც მტკივნეულია. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ ავტობუსში როცა ბევერენიდან ვბრუნდებოდით მეციდან განათხოვრებულ სხვა ფეხბურთელებთან. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით რომ სათამაშო დრო მიგვეღო და გვესწავლა და საბოლოოდ უმაღლეს ლიგაში აღმოვჩნდით, ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო. მე არასოდეს დამავიწყდება სერენი, ის ჩემთვის მეორე ოჯახია...".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქეიფსა და ჭამას შორის იმხელა განსხვავებაა, როგორც ძროხასა და ოპერას შორის... გაივლის დრო, ამას მიხვდები და ისწავლი კიდეც...
კ ო მ ბ ლ ე
02:40 16-05-2021
17
ძალიან კარგი ბიჭი ჩანს გიორგი-ჟორჟი, თან რაც მთავარია მემგონი კარგი თავდამსხმელიც დადგება მისგან.
გიონატ
01:04 16-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული