championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო
გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ძალიან ზუსტი შეფასებაა.
დაეშვით მიწაზე.
ხვიჩა მაგარია, მაგრამ პელე არაა.
გენა
15 მაისი 2021 21:23
26
შეფასება ნამდვილად ზუსტია. სამწუხარად ვერ აქვს ხვიჩას მაგარი სტატისტიკა. მახსოვს სანჩო დორტმუნდში 19 წლის, რომ იყო 15 გოლი და 18 საგოლე გადაცემა ჰქონდა თუ რაღაც ასეთი და გოლს პლუს პასით ლიდერი იყო ტოპ ლიგებში იმ წელს. საუბარია ბუნდესლიგაზე და არა რუსეთზე. ხოდა რუსეთში 4 გოლი, რამდენიმე საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი - არ არის საკმარისი ტოპ გუნდებისთვის. იმათ ჭირდებათ ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური იქნება და 10-ზე მაღლა აწევს გოლისა თუ საგოლე გადაცემის სტატისტიკას იმ უმაღლეს დონეზე. თუ ჩვენ გვინდა გადავიდეს და წინასწარ განწირული იყოს ყრუ სათადარიგოობისთვის მაშინ ხო... ახლა გამონაკლისები როგორ არ არსებობენ, მაგალითად რა ესაქმებოდა დემბელეს ბარსაში ხომ? დორტმუნდშიც ვერ იყო ლიდერი და 160 მილიონი გადაიხადეს მომავალი განვითარების იმედით და მერე მაინც ვერ განვითარდა, მაგრამ ასე გვინდა ჩვენ? საშუალო ევროპულ დონეზე უნდა დაგლიჯოს ხვიჩამ ყველაფერი, დრიბლინგები კარგია, მაგრამ სტატისტიკაა გადამწყვეტი. გოლებისა და საგოლე პასების სტატისტიკით ფასობს შემტევი და არა დრიბლინგების. რესურსი არის კი, მაგრამ უნდა მოუმატოს დარტყმის სიძლიერეს და გადამწყვეტ ფაზაში ცივსისხლინი უნდა გახდეს. ასევე ფიზიკაშიც. იმ ევროპაში ჯიგარი სლუცკი არ დახვდება და სეზონში 40 თამაში მოუწევს 90 წუთიანი და ამისთვის უნდა იყოს მზად...
ზურა
15 მაისი 2021 22:59
0
პელე გარემარბი იყო? :)))
დათო
15 მაისი 2021 23:40
5
ფურია როხას, ყოველი მეორე უტანს გოლს?
მე არ ვლაპარაკობ ფასზე, (ფული სხვა თემაა) მე მინდა ვიცოდე ჩამოთვლილი გუნდებიდან რომელ ფეხბურთელზე (გარემარბზე) ნაკლებად თამაშობს, ხვიჩა.
100%
15 მაისი 2021 21:40
7
ეს რა არგუმენტია? უტანენ კი, როგორ არა, ხანდახან დიდი გუნდები 6-7 გოლს, რომ გაუტანენ მალტის და გიბრალტარის დონის გუნდებს, 1-ს საპასუხოდ ღებულობენ და ვიღაც ხომ იტანს იმ ერთ გოლს, არა? ხოდა სჯობს მართლაც ხვიჩას ძლიერ მხარეებს მივაწვეთ და არა იმას, რომ ესპანეთთან გატანილი გოლის გამო დასკვნები ვაკეთოთ
ზურა
15 მაისი 2021 22:43
1
ფურია როხას გოლი კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელმაც გაუტანა, რომლის სახელიც არაფრისმთქმელია. ანუ ეგ ვერ იქნება საზომი.
რეალობაში დაბრუნდით. ნუ აზვიადებთ კვარაცხელიას ამბავს. უდავოდ ნიჭიერია და მაღალ დონეზე ითამაშებს, მაგრამ ჯერ ადრეა ბაიერნი და იუვენტუსი. ჯერ თუ ივარგა მეორე დონის გუნდებში, მერე ვნახოთ.
გენა
15 მაისი 2021 22:35
2
მირანჩუკსა და ხვიჩას შორის განსხვავებას თუ ვერ პოულობ შენი ადგილი ფეხბურთთან დაკავშირებით ლაყაფში არაა. შეიძლება არ მოგწონდეს ერთერთი მაგრამ განსხვავებას უნდა ხედავდე.
dsag
16 მაისი 2021 02:29
5
რუსეთის პრემიერ ლიგა ნამდვილად დაბალი დონეა ტოპ ლიგებთან შედარებით თუმცა ევროპული მაშტაბით საშუალოზე მაღალი კლასის ჩემპიონატია რაც შეეხება ხვიჩას დახასიათებას ნაწილობრივ ვეთახმები,მაგრამ ბოლო პერიოდში ხვიჩამ ძალიან მოუმატა გაიტანა 2 გოლი ნაკრებში მერე კლუბში ჩავიდა და იქაც გაიტანა დროის მოკლე მონაკვეთში ასე რომ ძალიან სწრაფად პროგრესირებს ეს ბიჭი და ნამდვილად ღირს მასში დიდი ფულის გადახდა რადგან მას აქვს იმის რესურსი რომ მინიმუმ 1-2 წელიწადში თუ ამ ტემპით გაგრძელებს ზრდას გრანდების დონის ფეხბურთელი გახდეს და ნებისმიერ გრანდში ძირითადში ითამაშოს.
რუსეთშში ნამდვილად გამოირჩევა თავისი თამაშით და ახლა ვფიქრობ რომ ევროპისკენაც უნდა გაიხედოს.
ზაზა
16 მაისი 2021 00:57
2
Მიუხედავად რუსების არაობიექტურობისა, ამ შემთხვევაში რეალობასთან ახლოა
Ნიკოლოზი
15 მაისი 2021 20:59
11
shen tu statistika ginda mxolod eg sxva sakitxia magram gansakutrebit dribliori fexburtelebis deficitia amitomaa didi fasi. sheidzleba fasi koronas daegdo torem koronis gareshe 40 milionsac gadaixdidnen. kidev vityvi dribliori fexburtelebis deficitia msoflioshi. aighe siti an chelsi am gundebs saativit awyobili sistema aqvt da aseti gundebis dasamarcxeblad sivrceebia sachiro romelsac shemoqmedi fexburteli qmnis...
kai kaco
15 მაისი 2021 20:32
5
სივრცეებს დრიბლიორი ფეხბურთელი არ ქმნის, სივრცე იქმნება და კარგი დრიბლიორი ამ მომენტს იყენებს. თუ დაცვა კომპაქტურია, და სივრცე არ იქმნება მაშინ მესისაც კი უჭირს ხშირად, აგერ მბაპესაც სიტიმ ფეხი არ გაანძრევინა. ამ ფეხბურთელებს დრიბლიორობის გარდა სხვა ღირსებებიც აქვთ. ცარიელი დრიბლიორების მეტი რა იყო ფეხბურთში და უკვლოდ გაქრნენ... ხვიჩამაც სხვა კომპონენტებში უნდა მოუმატოს, დამაგვირგვინებელ ფაზაში. სტატისტიკას უყურებენ დიდი გუნდები
Levani
15 მაისი 2021 23:07
4
ბევრი რომ არ გაატ...კოთ პირდაპირ გეტყვით ბიჭს თუ თავში არ აუარდება შანსიაქვსდიდი ფეხბურთი ყიფოს დონეზე გაქაჩოს წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რომ მიაღწევს იმიტომ რომ კარგი ოჯახისშვილია უფალი გფარავდეს!
კახა
15 მაისი 2021 22:32
0
არაა ლოგიკური შეფასება, სლუცკიმ შეაფასა ყველაზე ობიექტურად სიტუაცია. ბოლოს ინტერვიუზე კითხეს მაკაროვზე და კვარაცხელიაზე და მან აღნიშნა რომ როცა ესპანეთის ნაკრებს გოლს გაუტან და სანაკრებო დონეზე თამაშობს ფეხბურთელი ამას უფრო აფასებენ ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში მარტო კარგ თამაშსო და ამით აუხსნა რომ მაკაროვმა ნაკრებში უნდა ითამაშოს და იქ თავს თუ გამოიჩენს მერე მის მიმართ ინტერესი ექნებათო. რუსეთის ჩემპიონატში ხიმკისთან რომ იფრონო არაფერია. კვარას დათმობა ნაკლებად ფასად არ უღირს რუბინს და რა გასაკვირია არ მესმის.
აზრი
15 მაისი 2021 23:24
0
რუბინს ბოლო 6 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონი აქვს წელს გუნდს ამდენი წლების შემდეგ შანსი აქვს ევროლიგის საგზური მოიპოვოს და მაღალ პოზიცაზე დასრულოს ჩემპიონატი ბოლო წლებში ათეულში მოხვედრაც კი უჭირდა და იყო პერიოდები როცა გავარდნის კანდიდატიც იყო.
ჩემი აზრით რუბინის ასე კარგად ათამაშებს და წარმატების მთავარი შემოქმედი ლეონიდ სლუცკია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ამ კლუბში სლუცკის დიდი დამსახურება ის, რომ ხვიჩამ მოკლე მონაკვეთში ძალიან მოუმატა და დღემდე უმატებს თამაშიდან თამაშამდე ყველა საფეხბურთო კომპონენტში, რათქმაუნდა ის რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს გუნდში გადავა თუმცა თუ არ გამოჩნდება რეალური ვარიანტი სადაც ხვიჩა მიიღებს პირობას რომ მას მიეცემა ხშირი სათამაშო დრო ამ თუ რომელიმე კლუბს ეძვირა ის თანხა რასაც ითხოვს რუბინი ხვიჩაში.
ჩემი აზრით თუ სათამაშო დროს გარანტირებულად არ მისცემენ და არ იქნება ეს კონტრაქტის ერთ ერთი მთავარი პირობა ისე გადასვლას ელემეტარულად აზრი არ აქვს რა გუნდიც არ უნდა იყოს.
სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ განვითარდება პირიქით რეგრესისკენ წავა და ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნება.
ერთი სიტყვით თუ არ იქნება რეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში რუბინში რაჩენა თუნცაც ზამთრამდე არ იქნება ტრაგედია მითუმეტეს რომ კარგი პირობები აქვს ამ გუნდში აფასებენ ჰყავს კარგი მწვრთნელი ვის ხელშიც სწრაფად ვითარდება პროგრესირებს და უმატებს ძირითადში გარანტირებული აქვს ადგილი და გუნდი ფაქტიურად გასულია ევროლიგებზე ევროლიგებზე თამაში დიდი გამოცდილება ფეხბურთელისთვის.
გელა
16 მაისი 2021 00:29
1
მოკლედ რუბინს ხვიჩას გაყიდვა არ უნდა და ფასს ხელოვნურად ზრდის. ჯერ 15 იყო სავარაუდოდ მოინახა 20-ის გადამხდელი, ახლა 30-იო. ვერ ხვდებით რატომაა ეგრე? ისინი ვინც ამბობთ რომ ხვიჩა ნამდვილად ღირს 30 მილიონი, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, იმიტომ ხომ არა რომ ქართველია? ზოგისთვის აქ მეგრელია. ყველაფერში არაადეკვატურობა ??
დავით 67
16 მაისი 2021 15:13
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული