championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო
გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

მკითხველის კომენტარები / 27 /
shen tu statistika ginda mxolod eg sxva sakitxia magram gansakutrebit dribliori fexburtelebis deficitia amitomaa didi fasi. sheidzleba fasi koronas daegdo torem koronis gareshe 40 milionsac gadaixdidnen. kidev vityvi dribliori fexburtelebis deficitia msoflioshi. aighe siti an chelsi am gundebs saativit awyobili sistema aqvt da aseti gundebis dasamarcxeblad sivrceebia sachiro romelsac shemoqmedi fexburteli qmnis...
kai kaco
15 მაისი 2021 20:32
5
სივრცეებს დრიბლიორი ფეხბურთელი არ ქმნის, სივრცე იქმნება და კარგი დრიბლიორი ამ მომენტს იყენებს. თუ დაცვა კომპაქტურია, და სივრცე არ იქმნება მაშინ მესისაც კი უჭირს ხშირად, აგერ მბაპესაც სიტიმ ფეხი არ გაანძრევინა. ამ ფეხბურთელებს დრიბლიორობის გარდა სხვა ღირსებებიც აქვთ. ცარიელი დრიბლიორების მეტი რა იყო ფეხბურთში და უკვლოდ გაქრნენ... ხვიჩამაც სხვა კომპონენტებში უნდა მოუმატოს, დამაგვირგვინებელ ფაზაში. სტატისტიკას უყურებენ დიდი გუნდები
Levani
15 მაისი 2021 23:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული