ქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისმა" დამატებით დროში "ოლიმპიაკოსი" 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია,ბუბა დაუშვილი,თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა. მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, პირველ ტაიმში ქვილითაიამ და დაუშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს, ხოლო შესვენებაზე ქეცბაიამ ეს უკანასკნელი შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ოქრიაშვილიც გააფრთხილა, 59-ე წუთზე კი ფამაგუსტური გუნდი არტამატასმა დააწინაურა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ორიოდ წუთში სარფომ ანგარიში გაათანაბრა
და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

110-ე წუთზე კი ქვილითაიამ გამარჯვების და კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნიქოზიას 22 859-იან "Neo GSP"-ზე კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონზე მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ 15% დაუშვეს, "ანორთოსისის" ფანებს 1 600 ბილეთი შეხვდათ, მათი უმეტესობა სტადიონზე ვერ შევიდა და გამარჯვებას ქალაქში ზეიმობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ქვილითაიას არ გაუტანია.
გგ
16 მაისი 2021 01:08
3
ამ ქვილითაიას რა ბედი აქვს!
თამაზ გაბისონია
16 მაისი 2021 00:46
1
...პირველი გოლის დროს ისე გაშალეს კომბინაცია, რომ მაღალი დონის რაგბის ნაკრებს შეშურდებოდა!!!
დათო
16 მაისი 2021 15:38
0
სამ ეპიზოდში იყო თამაშგარე, რა გოლი ჩათვალეს :დ,მგონი უბრალოდ შარშანდელი სეზონის გამო, ვალი დაუბრუნეს ანართოსისს.
გუგა
16 მაისი 2021 00:30
17
სტუდენტობა გამახსენდა. კოკა კოლა და ფენოვანი.
რა მაგარია
16 მაისი 2021 00:56
6
ქვილითაიამ არ გაიტანა. მანამდე უნდა გაატანა მაგრამ 1 მეტრიდან ააცილა.
Caniggia
16 მაისი 2021 00:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული