ქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისმა" დამატებით დროში "ოლიმპიაკოსი" 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია,ბუბა დაუშვილი,თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა. მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, პირველ ტაიმში ქვილითაიამ და დაუშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს, ხოლო შესვენებაზე ქეცბაიამ ეს უკანასკნელი შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ოქრიაშვილიც გააფრთხილა, 59-ე წუთზე კი ფამაგუსტური გუნდი არტამატასმა დააწინაურა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ორიოდ წუთში სარფომ ანგარიში გაათანაბრა
და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

110-ე წუთზე კი ქვილითაიამ გამარჯვების და კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნიქოზიას 22 859-იან "Neo GSP"-ზე კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონზე მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ 15% დაუშვეს, "ანორთოსისის" ფანებს 1 600 ბილეთი შეხვდათ, მათი უმეტესობა სტადიონზე ვერ შევიდა და გამარჯვებას ქალაქში ზეიმობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმენნა ქეცბაიამ რომ დაამტკიცა ზოგიერთებივით ქარაქუცა რომ არ არის ეგ გამიხარდა. მართალი კაცია და ალალია ყველაფერი კარგი მაგისთვის. ბევრი სხვასავით ჩასვრილი არ დადის და კუდი ყავარზე არა აქვს გადებული, მოკლედ ნაღდია ყველაფერში და ვულოცავ სულით და გულით, წარმატებები ყველაფერში, აგიშენდა ოჯახი
ika
16 მაისი 2021 02:10
5
მარადონას ვარიანტია აქ, უბრალოდ ქეცბაიას ფეხი იყო ამ შემთხვევაში და მან შეაგდო. თემურს ვულოცავ, დაუფასდა შრომა და კაი კაცობა, მასე წარმატებით და სიმართლით გევლოს
ესეა ეს
16 მაისი 2021 03:45
6
ეგ ბურთი პირადად ქეცბაიამ გაიტანა, ყველაზე მართალმა და პირდაპირმა მწვრთნელმა და კაცმა ქართულ ფეხბურთში. პირადად მას ვულოცავ პირველ რიგში.............
gio
16 მაისი 2021 01:36
0
... ყოჩაღ ბიჭები, კარგად ითამაშეს!!! გილოცავთ!!! ძალიან გამეხარდა!!! თემურს ვულოცავ განსაკუთრებით, ღირსი იყო, ღირსეულად წასულიყო გუნდიდან!!!
დათო
16 მაისი 2021 00:28
0
ვულოცავ თემურს და ბიჭებს ამ წარმატებას მიხარია რომ სეზონი ტიტულით დასრულეს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში ეს ერთი და სხვა მრავალი.
გიორგი
16 მაისი 2021 00:31
1
დაგლიჯააააააააააააააა ქეცბაია ჯიგარი ხარ გილოცავ.............. ყველას გილოცავთ ბიჭებო...........
სტალინი
16 მაისი 2021 00:52
0
ქვილითაიას არ გაუტანია, მანამდე გადაკვეთ აბურთმა ხაზი.
ქვილითაიას რო გაეტანა თამაშგარე იქნებოდა
gatuzo
16 მაისი 2021 00:30
3
... გეთანხმები მეგობარო!!! მაგრამ პირველ გოლში, ჯერ ოქრიაშვილმა ითამაშა მაგრად, შემდეგ ქვილითაიამ გააგრძელა კარგად, და კიდევ ერთი პასის შემდეგ გავიდა გოლი!!! ძალიან ლამაზი კომბინაცია ქართველების შესრულებით!!! გილოცავთ!!!
დათო
16 მაისი 2021 01:12
1
მანამდეც იყო თამაშგარე.
გუგა
16 მაისი 2021 00:44
6
... ქვილითაიას არ გაუტანია, მაგრამ დიდი წვლილია მისი დღევანდელ გამარჯვებაში!!! ვინც უყურა თამაშს ალბათ დამეთანხმებით!!! ორი კაცი მთელი თამაშის განმავლობაში ჩამოკიდებული ჰყავდა!!! რამოდენიმეჯერ ძალიან უხეშად ეთმაშეს!!! უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანა, მთავარია თასი ჩვენებურებისაა!!! გილოცავთ!!!
დათო
16 მაისი 2021 01:32
0
კარიერის მთავარ გოლს რო გაიტან და აღმოჩნდება ისიც სხვის გატანილია(( ზანგმა გაიტანა არგაუტანია ამას
შოთა
16 მაისი 2021 00:58
3
ვულოცავ ქეცბაიას და ანორთოსისის ქართველებს ტიტულის მოგებას, სამწუხაროდ ქვილითაიას არ გაუტანია გოლი,ვინც მანამდე დაარტყა იმას ჩაეთვალა, მაგ დროს გადაკვეთა ხაზი ბურთმა.
გიონატ
16 მაისი 2021 01:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული