საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა

AutoSharing Option
გერმანული fupa საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ლუკას ჰუფნაგელის კარიერის დასრულების შესახებ იუწყება. "უნტერჰაკინგის" 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო, კარიერა ნაადრევად შეწყვიტა.

ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან წაგებულ (0:3) შეხვედრაში ითამაშა. მაშინ "ჯვაროსნებს" კახა ცხადაძე წვრთნიდა.

ლუკასმა გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელად 9 მაისს, "ბაიერნი-2" თან, მხოლოდ ცხრა წუთით იასპარეზა. რაც შეეხება "უნტერჰაკინგს", ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ისინი უკანასკნელ საფეხურს იკავებენ.

მომზადებულია fupa-ის მიხედვით


altლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს


მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება რომ მოუწია, არადა კლუბში სისტემატიურად თამაშობდა ძირითადში. იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ასეთი რა ტრავმა მიიღო?
გიორგი
16:16 17-05-2021
0
სამწუხაროა ლუკას წასვლა ფეხბურთიდან. კარგი დედის, კარგი შვილია!!! წარმატებები მომავალში!!!
ქართველი888
23:32 16-05-2021
0

სიახლეები პოპულარული