საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა

AutoSharing Option
გერმანული fupa საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ლუკას ჰუფნაგელის კარიერის დასრულების შესახებ იუწყება. "უნტერჰაკინგის" 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო, კარიერა ნაადრევად შეწყვიტა.

ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან წაგებულ (0:3) შეხვედრაში ითამაშა. მაშინ "ჯვაროსნებს" კახა ცხადაძე წვრთნიდა.

ლუკასმა გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელად 9 მაისს, "ბაიერნი-2" თან, მხოლოდ ცხრა წუთით იასპარეზა. რაც შეეხება "უნტერჰაკინგს", ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ისინი უკანასკნელ საფეხურს იკავებენ.

მომზადებულია fupa-ის მიხედვით


altლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს


მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთ დროს როგორი იმედით ველოდი ლუკას და კაკო გოგიას ნაკრებში გამოჩენას რადგან ვთვლიდი რომ ისინი გერმანულ დისციპლინას მოიტანდნენ ნაკრებში,სამწუხაროდ საბოლოოდ არცერთი არ გამოგვადგა ...
ბაჩი
17:33 16-05-2021
1
სამწუხაროა ლუკას წასვლა ფეხბურთიდან. კარგი დედის, კარგი შვილია!!! წარმატებები მომავალში!!!
ქართველი888
23:32 16-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული