
რუბრიკის მორიგ გამოშვებაში იხილავთ ზაზა ფაჩულიას, საბა კვირკველიას, მამუკა გორგოძის, გიორგი მაკარიძისა და სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენების საინტერესო ფოტოებს.
ყავარჯნები მოდაშია, ჯანო ანანიძეს არც თორნიკე ოქრიაშვილი ჩამორჩება

უკან გაიხედე, მამუკა, ისინი უფრო გაგაბედნიერებენ!

გია გრიგალავა ნიღბის გარეშე არც ისე ბედნიერად გამოიყურება, აი, საბა კვირკველიას კი ჯიბეში რუსეთის პრემიერლიგის თასი უდევს

ვახტანგ ჭანტურიშვილი გოლების გატანას ფიფა 18-ში ამუღამებს.

თორნიკე შენგელია ყველა შეხვედრაში საუკეთესოა, აი, ვინც თორნიკეს გვერდითაა, ეგენი აგებენ თამაშებს.


როგორც იქნა, გიორგი შერმადინი აფეთქდა!
- შერმადინის 16 ქულა და "უნიხაკას" დამაჯერებელი გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]

ხალხი რიგშია, ლუკა, ცოტა იჩქარე!

ეროვნული ლიგის ფინალს და ჩემპიონის გამოვლენას ისე არ ელოდება ქართველი გულშემატკივარი, როგორც ლევან ყენიას მოედანზე ხილვას.

გიორგი მაკარიძე სანაკრებო თამაშებს ელოდება, თორემ პორტუგალიაში მოედანს აღარ აკარებენ.

რუსეთში ნელ-ნელა უფრო აქტუალური ხდება ქართველი გატუზოს შესახებ საუბარი, გიორგი ნავალოვსკი ერთ-ერთი საუკეთესოა სკა-ში.

ქართველი ძალოსნები გერგეთის სამებასთან.

ზაქარია ბეგლარიშვილი კიდევ ერთხელ გახდა ესტონეთის ჩემპიონი.

- ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა