უკანასკნელ ტურში რუსეთის პრემიერლიგაში დამრჩენი გუნდების ვინაობა უნდა გარკვეულიყო და "უფადან", "არსენალიდან" და "როტოროდან" ერთერთი უნდა გავარდნილიყო. გავარდა (თუ გააგდეს) ვოლგოგრადული გუნდი.
"როტორი" ყაზანში "რუბინს" დაუზავდა (1:1), თუმცა გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა საბა კვირკველიამ 90+8-ე წუთზე ბურთი ხარიხას გადააცილა.
ამ მატჩის პარალელურად "უფა"-"არსენალი" უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (+42 გრადუსი) მოიმიზეზეს და თამაში 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. იმ მომენტში ორივე გუნდმა იცოდა, რომ ლიგაში ადგილის შესანრჩუნებლად "უფას" არ უნდა წაეგო - უფელებმა 2:1 მოიგეს და "როტორი" ქვედა დივიზიონში გაისტუმრეს.
"როტორის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს ასე არ დატოვებენ და აუცილებლად იჩივლებენ.
დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ!