კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

გრაცულმა გუნდმა სახლში 4:1 დამაჯერებლად სძლია "რაპიდს", ოთარმა კი შეუცვლელად ითამაშა, მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 79-ე წუთზე მისი პასით გოლი ანდრეას კუენმა გაიტანა.

ოთარმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა, "შტურმი" კი 22 მაისს, უკანასკნელ ტურში სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ვერცხლის მედლებს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი პასები რატომ ითვლება საგოლედ?
ბაჩი
17 მაისი 2021 12:45
7
ეს ახალგაზრდა დღითი დღე უმატებს!
gia jashi
17 მაისი 2021 01:13
0
თუ რაპიდმა ბოლო ტურში ლინცერს მოუგო შტურმი მესამე ადგილს ვერ გასცდება
კახა 777
17 მაისი 2021 00:54
0
კიტე ბუნდესლიგა უნდა შეიცვალო და ერთი ქვეყნით დასავლეთით გადახვიდე,რომ უფრო განვითარდე, წარმატებები
საქართველო
16 მაისი 2021 23:00
0
აი როგორ იგებს ამ შემთხვევაში ვერცხლის მედლებს, გამაგებინეთ?!!! რაპიდ ვენა არ თამაშობს თუ წააგო უკვე?!!!
კორონა
16 მაისი 2021 22:55
0

სიახლეები პოპულარული