"ეს ამ ამბის ცნობის შესანიშნავი საშუალება იყო" - ოთარ კიტეიშვილი გოლის აღნიშვნაზე

AutoSharing Option
ოთარ კიტეიშვილის მიერ გატანილი გოლის მიუხედავად, გრაცის "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა (1:3). ქართველმა ნახევარმცველმა კი გოლი ორიგინალურად (მაისურის ქვეშ ბურთი და ცერა თითი პირში) აღნიშნა. ამის შესახებ kleinezeitung-ი თავად ოთარის კომენტარს აქვეყნებს:

"პირველად გავხდები მამა. ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა და ბედნიერებაა. შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა.

მე და ჩემი მეუღლე, რომელიც გრაცში ცხოვრობს, ძალიან ბედნიერები ვართ. ბავშვი კი  დეკემბერში უნდა დაიბადოს."

მომზადებულია kleinezeitung-ის მიხედვით

altოთარ კიტეიშვილი: იმედი მაქვს, საბერძნეთთან მიზანს მივაღწევთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული