ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მერებაშვილი "ვისლას" დაემშვიდობა, დაბრუნდება თუ არა სამშობლოში?!

AutoSharing Option
34 წლის ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილს პლოცკის "ვისლასთან" ხელშეკრულება ამოეწურა. ქართველი ფეხბურთელი პოლონურ კლუბს სოციალური ქსელის მეშვეობით, ემოციურად დაემშვიდობა:

"ვერ ვპოულობ სიტყვებს იმ ემოციების გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისათვის. ამ კლუბში გატარებული ხუთი წელი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და მუდამ მემახსოვრება!"

მერებაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრად დღემდე მოიაზრება, პლოცკის "ვისლაში" 2016 წლიდან გამოდიოდა.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, SPORTALL-თან ბოლო ინტერვიუში გიორგი ამბობდა:

"ნათქვამი მაქვს, რომ კარიერას სამშობლოში სიამოვნებით დავასრულებდი. 12 წელი ვიყავი "დინამოელი" და ეს
დიდი პატივია, თუმცა არც სხვა ქართულ კლუბში გადასვლაა გამორიცხული...

რაც პოლონეთში ვთამაშობ, იყო თუნდაც ყაზახური ვარიანტები, თუმცა მაშინ არც განვიხილავდი. ახლა ვფიქრობ, რომ ფინანსურ ფაქტორებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ეტაპზე, მსგავს შეთავაზებას უფრო იოლად დავთანხმდებოდი... რუსეთის ჩემპიონატი კი საკმაოდ ძლიერია და არ მესმის, უარი რატომ უნდა თქვა..."



altამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან