"ქვილითაიამ ხუთი წაგებული ფინალის შემდეგ გაიმარჯვა, თუმცა მისი შენარჩუნება იოლი არ იქნება" - კვიპროსული მედია გიორგიზე წერს

AutoSharing Option
"ანორთოსისის" სპიკერმა დიმიტრის კრისტოფორმა ბელგიური "გენტის" საკუთრებაში მყოფი გიორგი ქვილითაიას საკლუბო მომავალზე ისაუბრა:

"ფინალამდე ქვილითაიამ მითხრა, რომ მან უკვე ხუთი ფინალი ითამაშა და ყველაში დამარცხდა, ახლა კი ჩვენს გუნდთან ერთად გაიმარჯვა.

კლუბის სურვილია, ქვილითაიას შენარჩუნების გზა იპოვოს, თუმცა ეს მარტივი საქმე არაა."

შეგახსენებთ, კვიპროსის თასის ფინალში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ტიტულს "ანორთოსისი" დაეუფლა.


მომზადებულია themasports-ის მიხედვით


altქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული