მეტოქისთვის ფეხის ამორტყმის გამო გრიგალავა მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტულის "არსენალის" მცველი გია გრიგალავა "უფასთან" რუსეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში გაძევებისათვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

54-ე წუთზე გრიგალავამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, მორიც ბაუერს, ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ ფეხიც ამოარტყა და პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.

გიას დისკვალიფიკაციის მოხდა მომავალი სეზონის დასაწყისში მოუწევს.

გასულ სეზონში მან ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ტულურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ჯერ უცნობია, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩოდნენ ამ პატიოსან ღიპუცა ბიჭს?!
ცხვარი და ოციანი
10:14 19-05-2021
0
რუსეთიდან რომ წამოვიდეს, წითელი ალბათ არ გადაყვება სხვა ჩემპიონატში ხო?))
შოთა
09:45 19-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული