გიორგი მერებაშვილი ისევ "ვოევოდა" გახდება

AutoSharing Option
9 წლის შემდეგ ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი სერბულ "ვოევოდინაში" დაბრუნებას აპირებს, - იტყობინება informer.rs ჟურნალისტ პშემეკ სემენიაკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

34 წლის მერებაშვილმა პოლონური "ვისლა" ახლახან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ნოვისადურ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

გამოცემის ცნობით, თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მალე ხელშეკრულება გაფორმდება. თავად ქართველს კარიერის ამ გუნდში დასრულება სურს, რომლის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მისი კარგი თამაში და მოუთმენლად ელიან.

გიორგი "ვოევოდინას" ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა და მის რიგებში 53 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

უკანასკნელი ტურის წინ "ვოევოდინა" მეოთხე
ადგილზეა, ამავე პოზიციაზე დარჩება და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოში არა მგონია ნაკლები გადაეხადათ, აჯობებდა თავისი გამოცდილება გაეზიარებინა ახალგაზრდებისათვის.
მერაბი
10:03 19-05-2021
0
წარმტებები ბატონო გიორგი
zveli megobari emigranti
23:56 18-05-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული