თურქეთის სუპერლიგა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გარეშე დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ქონიასპორმა" თურქერთის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, yenihaberden წერს, რომ კლუბს ცხრა მოთამაშე დატოვებს, მათ შორის ერთერთი კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან შენგელია იქნება.

შენგელიამ გასულ სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. ლევანი "ქონიაში" 2019 წელს, თბილისის "დინამოდან" 2+1 ხელშეკრულებით გადავიდა და პირველი სეზონიც საკმაოდ კარგი ჰქონდა. როგორც ვხედავთ, მასთან კონტრაქტის გაგრძელება საჭიროდ მაინც არ ჩაითვალა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სუპერლიგიდან გავარდა საბა ლობჟანიძის "ანკარა". ამ ეტაპზე, თურქეთის მთავარ ლიგაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები აღარ ასპარეზობენ. დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და მათ
მიმართ ახალ შეთავაზებებს.

მომზადებულია yenihaberden-ის მიხედვით


altლევან შენგელიამ საგოლე პასი გააკეთა - "ქონიასპორმა" თასზე იმარჯვა



alt"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა..." - საბა ლობჟანიძე "გალათასარაის" დამარცხებას გამოეხმაურა




მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია შენგელია წაიკითხავს..... თავი კიტრი რო გგონია აქაოდა მე ვარ და ჩემი ნაბადიო დინამოში თავი რო მოგქონდა დაინახე თურქეთში რა დონეზე ხარ? მაჩანჩალა გუნდშიც არ დაგიტოვეს... ეხლა არ დაიწყო დამჩაგრეს დავფრინავდი და არ მაძლევდნენ საშუალებასო.... დაეშვი მიწაზე და მიბაძე კვარას დაკარგული ჯერ არაფერია ნუ დაემგვანები არაბიძე დავითაშვილს....და არც რუსეთში არ წახვიდე.
რომა
13:11 21-05-2021
6
ვატო არველაძე ხომ არის ქარაგუმრუქში?
ბაჩი
13:40 21-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული