"რუბინი" შეიძლება მალე მთავარი სპონსორის - „ТАИФ“-ის გარეშე დარჩეს, რომელიც თათრეთში ქიმიურ, ნავთობქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას დიდწილად აკონტროლებს და შექმნილ ვითარებაში უბრალოდ იძულებულია 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გაყიდოს.
ყაზანური გუნდი ადრე მალავდა კარაცხელიას თაობაზე ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს, თუმცა მისმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ რამდენიმე მათგანთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.
დღეს დილით "РБ Спорт"-მა აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, გამოცემამ ფეხბურთელის მამის, ბადრი კვარაცხელიას მიერ "სპორტალთან" ნათქვამის მიხედვით დაასკვნა, რომ ხვიჩა დომინგესის, სემაკისა და ბუხაროვის მსგავსად "ზენიტში" არ გადავა და
მათი ინფორმაციის თანახმად, ჩვენებურზე ერთერთი მთავარი პრეტენდენტი "ევერტონია".
Sport24 კი ლივერპულური კლუბის სპორტულ დირექტორს, მარსელ ბრანდსს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
"ეს აბსოლუტური ჭორია. უბრალოდ გუშინ აგენტმა მომწერა და მკითხა, დაინტერესეებული ვართ თუ არა, ამ ფეხბურთელით", - განაცხადა ბრადსმა.
ასეა თუ ისე, ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება და საკითხავი მხოლოდ ისაა - რომელი კლუბი შეიძენს კვარაცხელიას და რამდენად.