ხვიჩა: ინგლისის პრემიერლიგისა ან სერია A-ს ტოპ-გუნდში სათამაშოდ მზად ვარ!

AutoSharing Option
"რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის შესაძლო გამოცვლაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"რუსული ფეხბურთის მიმართ უსაზღვროდ მადლობელი ვარ. სერიოზული ფეხბურთელი სწორედ აქ გავხდი. მადლობა სიომინსა და სლუცკის იმისათვის, რომ უფრო ძლიერი გამხადეს.

მადლობელი ვარ "რუბინის" ესოდენ კარგი სეზონისთვის. კლუბთან კონტრაქტს პატივს ვცემ, ვიდრე მიმდინარეობს, მის პირობებს დავიცავ.

აგენტისთვის მითითებები არ მიმიცია, რომ ზაფხულში დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავრო რუსეთიდან. ევროპაში თამაში მსურს - ამისათვის მთელ ძალისხმევას გავიღებ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ტრანსფერი შედგება. როდის - არ ვიცი, შეიძლება ამ ზაფხულში.
ასეა თუ ისე, რუსეთი, პრემიერლიგა და "რუბინი" სამუდამოდაა ჩემს გულში.

ვარ თუ არა მზად ინგლისის პრემიერლიგისა და სერია A-ს ტოპ-კლუბებისთვის? დიახ, მზად ვარ. ასეთი დონის გუნდებზე ვოცნებობ და მოხარული ვიქნები, ერთხელაც იქ მოვხვდე. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ოცნებებშია. ახლა "რუბინის" გენერალურ დირექტორ საიმანოვსა და ჩემს აგენტს ველი", - ციტირებს კვარაცხელიას ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ურაპატრიოტები ხომ არსად არ გაიშვებიან
ბაჩო
12:28 22-05-2021
9
რუსეთი ნარკოტიკივითაა,ქართველი სპორცმენებისთვის.გული მტკივა
*გიორგი
12:22 22-05-2021
10

სიახლეები პოპულარული