18 წლის აბუაშვილმა "პორტუსთან" კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის მარცხენა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 47-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აბუაშვილი ჯერ ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს, თუმცა პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალებაც ექნება.

Transfermarkt-ის მიხედვით გიორგის ფასი 400 ათასი ევროა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, თბილისის "დინამოს" მაისურით 4 მატჩი გამართა, მათ შორის ერთი - ძირითად შემადგენლობაშიც.

alt18 წლის ქართველი "პორტუსთან" ახლოს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამხანაგ ფიფიას! ეს აკადემია რისთვის გააკეთე თუ დინამოს ვერაფერი სიკეთე ვერ ერგება! ასეთი ნიჭიერი ბავშვები თუ გაუშვი - სამაგიეროდ სეკუ კეიტები ჩამოიყვანე ამით გინდა რამე წარმატების მიღწევა?! არველაძეები, კალაძე კობიაშვილის თაობა 17-18-19 წლისანი უკვე დინამოს ძირითადს თამაშობდნენ, გუნდი გუნდად ვარგოდა და სამომავლოდაც კარგ კლუბებში იასპარეზეს! დინამოში ასეთი ტალანტები ვერ ხარობენ სკამზე სხედან და მერე კარგავ! სამაგიეროდ გვყავს კეიტა და ძმანნი მისნი! ვინმე არ გყავს ვინმე მრჩეველი, ვისაც ფეხბურთის ელემენტარული ანი ბანი გაეგება?! ვაა გასკდა გული მთელი ცხოვრება წარმატებული დინამოს მოლოდინში!
ლადო
09:34 24-05-2021
0
გავა ერთი წელი მერე მეორე მერე მესამე მეოთხე წელს ახალგაზრდულისთვისაც დიდი იქნება , ძირითად ეროვნულში არ გამოიძახებენ დასამტკიცებელი აქვსო და ვსიო დამთვარდა 23 წლისას რომ გამოუშვებენ , გიმარაეშში ორჯერ განათხოვრებულს აზრი ? დაეტიეთ ბიძია დინამოში ჯერ აქ დაამტკიცეთ და ისე წადით ...
bejo
07:17 24-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული