კატასტროფული ვითარება "ჩიხურაში" - გუნდმა 12 ფეხბურთელი გაუშვა და მათ "გაკეთებულ თამაშებს" აბრალებს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" გუნდიდან 12 ფეხბურთელი გაუშვა. "რუსთავი 2"-ს კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თორნიკე შალამბერიძემ განუცხადა, რომ ეს ფინანსური კრიზისითაა განპირობებული.

შალამბერიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან ურთიერთშეთანხმება უკვე შედგა... გუნდი მოთამაშეებს 3 თვის ხელფასს სთავაზობს, ზაფხულში კი ისინი ახალ კლუბს იპოვიან.

თავის მხრივ, გადაცემა "სპორტის საათში" კომენტარი "ჩიხურადან" გაშვებულმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.

კაპიტან ლაშა ჩიკვაიძის თქმით, კლუბის გადაწყვეტილება მას პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს...

როგორც ირკვევა, საჩხერული გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს "გაკეთებულ თამაშებს" ედავება. მათ მიაჩნიათ, რომ მოთამაშეები თამაშებს აწყობდნენ.

ამ ამბავს ფეხბურთელები
კატეგორიულად უარყოფენ და ცილისწამებას უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურა" ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. გუნდი დღეს, 16:00 საათზე, "ზუგდიდს" დაუპირისპირდება, მოკვეთილი ფეხბურთელები კი თამაშზე მისვლას აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არა მარტო ჩიხურა აკეთებს..სხვებიც აკეთებენ ისევ როგორც ზუგდიდი,მარტვილი,შევარდენი,მერანი თბ,დინამო თბ,სამგურალი,გარეჯი მეკარეთურთ,რუსთავი და ასე მრავალიი...ფედერაციას ძინავს??მისი სასეჯიბრო და განყფილებით და სადიციპლინო განყოფილებით?? გარეჯის მეკარეს რა უქნეს რატო არგვითხრეს?! მაგრამ ჩაფარცხეს..მიფარცხეს ასე მიფარცხავენ ამასაც..მუჯირი და მისი დამქაშები.
დათო
16:02 25-05-2021
6
სახელმწიფო რო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს გავიგეთ მაგრამ იმაში მაინც დაეხმაროს ამ გაჭირვებულ ხალხს, რომ ხელშეკრულებები დაიდოს დამსაქმებელთან სადაც გარკვევით ეწერება პირობები და ასე ბრმად არ ჩავლენ სამუშაოდ.
guga
13:32 25-05-2021
2

სიახლეები პოპულარული