ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და კლუბის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ტობოლმა" სტუმრად ყარაგანდის "შახტიორს" 3:0 სძლია. შეხვედრას საბოლოო წერტილი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ დაუსვა.

ლობჯანიძე შეხვედრაში 63-ე წუთზე ჩაერთო, გოლი კი 81-ზე გაიტანა. ქართველმა შემტევმა ჯერ ართმევაზე ითამაშა კარგად, შემდეგ ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და დარტყმაც მშვენიერი, შორეულ კუთხეში გამოუვიდა. ეს მიმდინარე სეზონში  მისი მეორე გოლია.

ქართველი ფეხბურთელის კლუბს ჩემპიონატში წარმატებული სერია აქვს. მათ სულ ერთი მარცხი განიცადეს და მხოლოდ "ასტანას" ჩამორჩებიან. "ტობოლი" უახლოეს შეხვედრაში 29 მაისს, "აქტობეს" უმასპინძლებს. ყაზახეთის ჩემპიონატში შესვენება ხუთი ივლისიდან ცხადდება.

altელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან"

კონტრაქტი გააფორმა

altელგუჯა ლობჯანიძე: როგორც ჩანს, ვაისი ჩემში პერსპექტივას ხედავს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული