ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია კვიპროსულ მედიაში - მომავალზე, ქეცბაიაზე, კაშიასა და გვილიას შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
კვიპროსულმა protathlima-მ "ანორთოსისის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ფეხბურთელი ახლა შვებულებას საქართველოში ატარებს, თუმცა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული არაა.

გამოცემა წერს, რომ გიორგი თასის მოპოვებაში კლუბს ძალიან დაეხმარა და მას "ანორთოსისის" სეზონის საუკეთესო ტრანსფერსაც უწოდებს. ქვილითაია საინტერესოდ საუბრობს:

"გულწრფელად არ ველოდი, თუკი კვიპროსში ეს სათამაშო დონე იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობამ და გუნდების კლასმა...

თასის ფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და "ანორთოსისს" 13 წლის შემდეგ ტიტული დავუბრუნეთ! კლუბს ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს, მატჩის წინა საღამოს ისინი
ისე აქტიურობდნენ, ასეთი არსად მენახა. მეც დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე. მატჩის შემდეგაც დიდი ზეიმი იყო...

თემურ ქეცბაიამ მატჩამდე აგვიხსნა, თუ ჩვენი კლუბისთვის რამხელა მნიშვნელობის თამაში იყო. თემური ძალიან მკაცრია და დისციპლინას იცავს, ეს კი მწვრთნელში ძალიან მომწონს. მან იცის, მოთამაშეებისგან მაქსიმუმი როგორ მიიღოს...

"გენტთან" ერთი წელი ისევ მაკავშირებს, დავისვენებ და დევლოდები მოვლენების განვითარებას. თამაში "ბარსელონაში" მსურს, მაგრამ ვიცი, რომ არ გამოვა...

არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა, რომ "ანორთოსისი" გურამ კაშიასა და ვაკო გვილიას შეძენას აპირებს, მაგრამ ისინი გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ!"

მომზადებულია protathlima-ს მიხედვით


altგიორგი ქვილითაიამ გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა

alt"ქვილითაიამ ხუთი წაგებული ფინალის შემდეგ გაიმარჯვა, თუმცა მისი შენარჩუნება იოლი არ იქნება" - კვიპროსული მედია გიორგიზე წერს

altქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ