სლუცკი - კვარაცხელიას ტრანსფერზე: რატომ უნდა შეაჩერო დაძრული მატარებელი?

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "სპორტ-ექსპრესთან" ვრცელ ინტერვიუში გუნდიდან გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი:

- როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული კვარაცხელიასთან მიმართებით ამ ზაფხულს?
- მოლაპარაკებების თემაში ღრმად ჩაფლული არ ვარ, ამას კლუბი აწარმოებს. ჩემი აზრი - ის შემდგომი ნაბიჯისთვის მზადაა. ვფიქრობ, ამას გააკეთებს. რატომ უნდა შეაჩერო დაძრული მატარებელი?

- თქვენ თქვით, რომ როგორც კი "რუბინში" მიხვედით და კვარაცხელია ნახეთ, მიხვდით, რომ კლუბში ტყუილად არ მოხვდით. არ გაგიჭირდებათ მასთან განშორება? ასეთი ტალანტის შეცვლა რთულია...
- მე იმდენად გამოცდილი ვარ, იმდენად
ხშირად ვიყავი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩემი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეები მიდიოდნენ, რომ უფრო შინაგანი კმაყოფილების გრძნობა მეუფლება. ჩემი სამუშაო კარგად შევასრულე და ნიჭიერ ფეხბურთელს თვისობრივად სხვა დონეზე გასვლაში დავეხმარე. მესმის, არის საფეხბურთო ადგილები, სადაც მოთამაშის განვითარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე რუსეთში.

- "რუბინი" მისი წასვლის მერე როგორ გადააწყობს თამაშს? თუ ეს სისტემური დანაკარგი არ არის?
- ჩვენ უბრალოდ შემცვლელს მოვძებნით, სტრუქტურულად არაფრის შეცვლა არ მოგვიწევს. ხვიჩას ინ ბომისგან განსხვავება - ის სისტემის მფორმირებელი მოთამაშე არაა. კვარა კაშკაშა, ხარისხიანი, მაგრამ გუნდის სისტემის მფორმირებელი ფეხბურთელი არაა. აქ არაფრის გამოცვლა არ მოგვიწევს. ჩვენ მოდელის მიხედვით მსგავსი მოთამაშის ძებნას დავიწყებთ, სტილსა და თამაშის სისტემას კი არ შევცვლით.

- ხვიჩას შემცვლელს კიდევ ეძებთ თუ უკვე მოძებნეთ?
- უამრავი ვარიანტი გვაქვს. არის ზურიკო, რომელსაც შეუძლია ხვიჩას პირდაპირი შემცვლელი გახდეს. ის შეკრებას "რუბინთან" ერთად გაივლის, შემდეგ კი - ვნახავთ. თუმცა, კვარაცხელია ჩვენგან ჯერ არსად წასულა. ამიტომ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს.

- მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ისევე, როგორც გოლოვინთან და ედეგორთან, მასთანაც გექნებათ ურთიერთობა?
- შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ხვიჩა ცუდად ლაპარაკობს რუსულად და ინგლისურად. ვშიშობ, მასთან საურთიერთოდ ქართულის სწავლა მომიწევს.

- ენობრივი ბარიერი მისთვის ევროპაში პრობლემა არ იქნება?
- ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. იცით, უცხო ენა 45 წლის ასაკში ვისწავლე. 20 წლის ახალგაზრდა კაცი კი ვალდებულია ისწავლოს. არა მგონია, რომ მირანჩუკმა გამგზავრებამდე იტალიური იცოდა. თუ ხვიჩა ინგლისურს ისწავლის, ურთიერთობას შევინარჩუნებთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა ხვიჩა მურიცხია ჩვენი
rati
27 მაისი 2021 11:07
0
ხვიჩა და კაშკაშა...
როგორ მოიხსენია სლუცკიმ ერთად ეს ორი სიტყვა და წარმოდგენაც არააქვს იმისა რომ სიტყვა ხვიჩა მეგრულ ენაზე სწორედ კაშკაშას,მნათობს ნიშნავს,სლუცკიმ საიდან უნდა იცოდეს ეს და ძალიან ბევრმა აქ ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის თვითონ მეგრელების ახალმა თაობამ საერთოდ არ იცის ეს,საინტერესოა თვითონ ხვიჩამ თუ იცის?ახლა ამას თუ დამიბლოლავ ადმინ მერე მართლა არვიცი,რაა....
დისლაიქებისთვის როგორც ყოველთვის ეხლაც მზად ვარ...
ბაჩი
26 მაისი 2021 15:25
0
მაგარი კაცია ეს სლუცკი. არასდროს არაფერი ეშლება, ისე საუბრობს...
შოთა
26 მაისი 2021 09:13
1
სლუცკი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად .მგონი ეს კაცი გენით ქართველია .
zurabi
26 მაისი 2021 08:40
2
აბა რა კაცო,გენეტიკური ქართველია,ვიღაცამ იცუღუუტა როგორც ჩანს
ბაჩი
26 მაისი 2021 15:28
0
სიომინი და სლუცკკი , ორი პატივსაცემი და ნამდვილად პროფესიონალი , ადამიანობა ხომ საერთოდ სამაგალითო აქვთ !
კახაბერი
26 მაისი 2021 12:28
0
დავაი ხვიჩიკო ევროპის დროა , დავაი ზურიკო რუბინის დაპყრობის დროა
ლშა
25 მაისი 2021 21:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული