ზედიზედ მეორედ! ხვიჩა რუსეთში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2020-21 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ "რუბინის" მოთამაშე ამ პრიზის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. გამოკითხვაში რუსეთის პრემიერლიგის კლუბების კაპიტნები და მწვრთნელები, ასევე, ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი და პოპულარულ ტელეარხ "მატჩ ტვ"-ის კომენტატორები იღებდნენ.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, პირველობა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიპოვა.

წყარო: რუსეთის პრემიერლიგის იუთუბ-გვერდი
მკითხველის კომენტარები / 1 /
AU menatreba am bichis tamashi!!
gio emigranti
17:35 26-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული