"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება

AutoSharing Option
პრემიერლიგაში გასულ სეზონში "როტორის" შემადგენლობაში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და გიორგი არაბიძე თამაშობდნენ და როგორც ჩანს, ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემდეგ გუნდში მხოლოდ ყიფიანი დარჩება.

"როტორმა" მხოლოდ 5 ფეხბურთელს და მათ შორის ყიფიანს 1+1 სისტემით გაუხანგრძლივა კონტრაქტი.

"როტორი" დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ და მისმა თანაშემწემ, ანდრეი სიომინმა. გუნდის მწვრთნელად დმიტრი ხოხლოვი დანიშნეს.

ვოლგოგრადულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა ჯოვინო ფლამარიონს, რომელიც ბათუმის "დინამოში" დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბიძე დინამოში საინტერესო იქნება
giorgi
00:27 01-06-2021
0

სიახლეები პოპულარული