hitc: "ლიდსთან" კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - "რუბინმა" 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა

AutoSharing Option
ბრიტანულ hitc-ზე ჟურნალისტი დენი ოუენი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ყაზანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი "ლიდსთან" მილაპარაკების შემდეგ 23 მილიონ ფუნტად გაყიდოს:

"ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ევროპის მრავალი კლუბი 20 წლის ქართველის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს და "რუბინი" მას ამაში ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის სწორი შორია, "ლიდსი" კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკეთეს პოზიციაში იმყოფება.

"ლიდსის" დირექტორმა ვიკტორ ორტამ მოლაპარაკებები გამართა, რომელთა შედეგად კვარაცხელია ადგილსამყოფელს - თათრეთის რესპუბლიკას დასავლეთ იორკშირის
ბორცვებით შეიცვლის.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლახან კონტრაქტი გააფორმა საბაზო საფეხბურთო სააგენტოსთან და როგორც მოსალოდნელია, მისი წარმომადგენლები ფართოდ განხილვად ტრანსფერს რეალობად აქცევენ.

"მე ვხედავ, რომ ხვიჩა მზადაა პრემიერლიგისთვის, ამ ლიგაში განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვიცი, რომ სოლიდური წინადადების შემთხვევაში, "რუბინი" მას არ დააბრკოლებს.

თუმცა გუნდი დიდი ხნის შემდეგ ევროტურნირებზე გავიდა და რატომ არ უნდა გაიმარჯვოს ხვიჩასთან ერთად და მომავალ სეზონში არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე?", - ამბობს აგენტი შანდორ ვარგა.

"ევერტონის" დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ მათ კლუბს კვარაცხელიას შეძენა შესთავაზეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ ვარიანტს არ განიხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ყაზანელ სულელებს მაგარი მადა ჰქონიათ 32.2 მილიონი დოლარი ( 23 მილიონი ფუნტიო) თუ მოითხოევს ლიდსისაგან და მაგარი იდიოტები არიან ლიდს-ში თუკი ამ ფულს გადაიხდიან სეზონში 4 გოლის და 3 საგოლის ავტორში.
ლესტერს შესთავაზონ და ისინი პატისოანად გადაიხდიან 10 მილიონ დოლარს 4 წლიანი კონტრაქტით და გამოსასყიდია 40 მილიონით :) ლესტერში მართლაც იციან ფასი ფეხბურთელის.
jango
02 ივნისი 2021 12:59
9
ამას მალე ისე აუბნევენ ტავს ტიუმენის მილანში გადავა სატამაშოტ
digela
03 ივნისი 2021 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული