tuttosport: კვარაცხელია ალეგრის 50 ფეხბურთელის სიაშია

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას tuttosport-ი ავრცელებს და ilbianconero ადასტურებს: "იუვენტუსში" დაბრუნებული მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის სერიოზულად გადახალისებას გეგმავს და ამ მიზნით შუა კვირაში კლუბის ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედსა და ახალ სპორტულ დირექტორ ფედერიკო ჩებურინის (აქამდე ფაბიო პარატიჩის მოადგილე იყო) შეხვდება, რომელთანაც ძველი მეგობრობა აკავშირებს.

ალეგრის თავდამსხმელ რონალდოს გუნდიდან გაშვება სურს, თუმცა პორტუგალიელის მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა განაცხადა, რომ კრიშტიანო კონტრაქტის დასრულებამდე, ანუ კიდევ ერთი წელი არსად წასვლას არ აპირებს.

გამოცემების მტკიცებით, ალეგრი, ნედვედი და ჩებურინი ერთგვარ სამიტს მოაწყობენ და 50 ფეხბურთელის სიას განიხილავენ
- დამრჩენებისა და მიმსვლელებისას, ჯანლუიჯი დონარუმადან დაწყებული, არკადიუშ მილიკით დასრულებული. ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, აზრთა სხვადასხვაობა და კამათი იქნება და წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.

რაც ჩვენთვის საინტერესოა, აღნიშნულია, რომ სიაში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა: "ფედერიკო ბერნარდესკისთვის 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის განახლება ასევე სატრანსფერო ბაზარზე იქნება დამოკიდებული. მასთან დამშვიდობების შემთხვევაში, არსებობს დამაინტრიგებელი იდეა: ხვიჩა კვარაცხელია, "რუბინის" 20 წლის ქართველი თავდამსხმელი".

ცნობისათვის, 27 წლის ბერნარდესკიმ გასულ სეზონში სერია A-ს 27 მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგით, ეს დღეს, ხვალ რაღას გამოაცვხებთ ჟურნალისტები? ჩვენს ნერვებზე თამაშობთ, თუ რა ხდება? მართალი თუ აღმოჩნდება ხვიჩას ტრანსფერი, მაგასაც აღარ დავიჯერებთ, ისეა ერთმანეთში აზელილი ტყუილ-მართალი.
ყველაფერს აქვს საზღვარი!!!!!!!!
14:42 01-06-2021
1
გეყოთ უკვე!!!
ლევანი
14:12 01-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული