მიქაუტაძის სამსახურით ბუნდესლიგის გუნდი დაინტერესდა

AutoSharing Option
ჩრდილობავარიული "ფიურტი" რვაწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ბუნდესლიგაში იასპარეზებს და მისმა მწვრთნელმა შტეფან ლეიტლმა წამყვანი ფეხბურთელებისთვის კონტრაქტების გაგრძელებასა და შემტევების დამატებაზე დაიწყო ზრუნვა.

nordbayern-ის ცნობით, ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებენ ჰავარდ ნილსენს, ბრანიმირ ჰრგოტას შენარჩუნებას კი მხოლოდ ერთი სეზონით მოახერხებენ. გუნდში დარჩებინ დიქსონ აბიამა, ემილ ბერგრინი და რობინ კერი.

კლუბს სურს გადაიბიროს გიორგი მიქაუტაძე (მეცი), იაკობ ბერგსტრიომი (მიალბიუ), გრეიონ კიეი (სერვეტი), ომარ მარმუში (ვოლფსბურგი) და ისამ ჯებალი (ოდენსე), ნენად ლუკიჩი (ტოპოლა), დენის სრბენი (პადერბორნი) და შტეფან ტიგესი (დორტმუნდი).

მიქაუტაძემ "სერენის" ბელგიის პირველ დივიზიონში აღზევებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, "მეცში" დაბრუნდა და წინასასეზონო შეკრებას ფრანგულ გუნდთან ერთად გაივლის.


მკითხველის კომენტარები / 5 /
აი რაღაცნაირი მაგარი ფეხბურთელია ჟორჟი , ფიზიკურადაც მაგრად არის ისეთ კორპუსს დგამს რო რავი , ვერ ეკარებიან
ლშა
10:08 08-06-2021
0
რა თქმა უნდა ლიგა1 2 მეტრიანი აფრიკელების ჯახა-ჯუხია,კომბინაცია და ა.შ. იშვიათია..ბუნდესლიგა ზუსტად მიქაუტაძის ადგილია,თან ფიურტში ათამაშებენ
Levani
09:51 08-06-2021
1

სიახლეები პოპულარული