კვარაცხელია საყვარელ ჩემპიონატსა და მწვრთნელზე საუბრობს - "ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათის" სტუმარი იყო, სადაც ძირითადად, საკუთარ საკლუბო მომავალზე ისაუბრა:

"ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ მოლაპარაკება არაერთ გუნდთან მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველაფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ჩემთვის, ამ ასაკში, ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა და მას სადაც მეტს მივიღებ, გულიც იქით მიმიწევს.

ყველა ძლიერ გუნდში უკვე მაღალი კონკურენციაა და ჩემთვის ეს უკეთესიც იქნება. საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სახელი და ქვეყანა ვასახელო.

ყველაზე დიდ
სიამოვნებას ესპანეთის ლა ლიგის ყურებით ვიღებ. აქ თითქმის ყველა კლუბი ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. ჩემი ოცნებაც ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც თითქმის მთელ თამაშს ბურთთან ერთად ატარებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - "ლიდსთან" იყო მოლაპარაკებები და შესაძლოა, ისევ გაგრძელდეს. წინასწარ საუბარი არ მიყვარს.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება.

ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს - ვილი სანიოლი, ისევე, როგორც ლეონიდ სლუცკი, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა, რასაც მოედანზე მარტივად ავსახავთ. მჯერა, სანიოლთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ!".

altინგლისური მედია: "ლიდსში" კვარაცხელიას ტრანსფერი 1-ელ ივლისამდე უნდა განხორციელდეს

altБИЗНЕС Online ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებზე საუბრობს

altLiga Olahraga - "მილანი" კვარაცხელიასთვის ბრძოლას არ წყვეტს!

alttuttomercatoweb: კვარაცხელიას მყიდველთა ფავორიტთა სიაში "გლადბახი" და "სევილია" ლიდერობს

altთუ კვარაცხელია "იუვენტუსში" გადავა... - ხვიჩა ტურინული რევოლუციის წევრი გახდება



მკითხველის კომენტარები / 5 /
ვან ბასტენის გარე ბიძაშვილი და გელა ნუგზარაშვილის ალალი ძმა.
მიდი გელა!
13:24 09-06-2021
5
წალენჯიხის სქურზე არ გიფიქრია, შვილო?
ჯუმბერ კაკაჩია
09:36 09-06-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული